2018 წლის ძირითადი ტექნოლოგიური ინოვაციები მშენებლობაში

სამშენებლობა ინდუსტრიაში 2017 წელი ტექნოლოგიური ინოვაციისთვის განსაკუთრებული წელი აღმოჩნდა და აღნიშნული ტემპი არც 2018 წელს იკლებს. ზემოთხსენებულია კარგი სიახლეა კომპანიებისთვის, რომლებიც იყენებენ ტექნოლოგიას მშენებლობის ხარჯის, უსაფრთხოების, ეფექტურობისა და ხარისხის გასაუმჯობესებლად.

თუკი გეგმავთ ლიდერთა შორის ყოფნას, აქ ნახავთ 2018 წლის 7 სამშენებლო ინოვაციას.

  1. ვირტუალური რეალობა

    ვირტუალურმა რეალობამ საბოლოოდ იპოვა გზა სათამაშო ინდუსტრიიდან რეალურ სამყაროში. ზამთრის მშენებლობაში გამოიყენეს 4D ვირტუალური რეალობის მოდელები, რათა სრულიად ჩაერთოთ დაგეგმილი მშენებლობის პირობებში მფლობელები და სხვა დაინტერესებული პირები მსხვილი პროექტების დაგეგმვის და დაპროექტების ეტაპებზე, ისეთები, როგორებიცაა აეროპორტების სასტუმრო, ზოოპარკის პარკირება და გასართობი კომპლექსი.

    ორივე შემთხვევაში, გეგმების დასრულებამდე, სრულიად ინტერაქტიული და მრავალმიმართულებიანი გამოცდილებით დაინტერესებულ მხარეებს შესაძლებლობა მიეცათ შეექმნათ პროექტები, რომლებიც ბოლომდე დააკმაყოფილებდნენ მათ მოლოდინებს. ამასთან, შესაძლებლობა მიეცაეთ ემუშავათ უნიკალურ პირობებში, მათ შორისაა, ზოოპარკის ცხოველების საჭიროებები და თვითმფრინავების დაშვების და აფრენის ხედები.

    თუკი ვირტუალური რეალობა აქამდე დომეინი მხოლოდ ყველაზე თანამედროვე ორგანიზაციებისთვის იყო, იგი მზარდი მეინსთრიმი ხდება და მზარდად მოთხოვნადია მფლობელების მხრიდან. 4D გარემო საშუალებას აძლევს სამშენებლო კომპანიებს დაგეგმონ სამშენებლო პროექტის თითოეული ასპექტი, ყველაფერი გააუმჯობესონ უსაფრთხოებიდან ეფექტურობამდე და შექმნან განსაკუთრებულად მდგრადი და ხარისხიანი საბოლოო პროდუქტი.

  2.  გადიდებული რეალობა

    თუკი ვირტუალური რეალობა საშუალებას აძლევს მომხმარებლებს ,,იარონ“ 3D და 4D მოდელის პირობებში, რეალურად ფეხების გამოძრავების გარეშე, გადიდებული რეალობა საშუალებას აძლევს მომხმარებლებს გაიარონ რეალურ 3D გარემოში, დაათვალიერონ და/ან მიიღონ დამატებითი ინფორმაცია აღნიშნულ გარემოზე რეალურ დროში.

    მაგალითად, iOS-ის ახალი აპლიკაცია MeasureKit საშუალებას აძლევს მომხმარებლებს მიმართოთ მათი ტელეფონი ან აიპადი საგანზე ან შენობის კომპონენტზე და დაუკავშირდნენ ამ კომპონენტს ეკრანზე სამი გამოსადეგი საშუალებით: საგნის ზომა, დონე და ადგილი. აქ იხილავთ ვიდეოს თუ როგორ მუშაობს MeasureKit.

    ჩვენი პროგნოზით 2018 წელს გაჩნდება უამრავლი ახალი გადიდებული რეალობის აპლიკაცია, ხოლო რამდენიმე არსებული აპლიკაცია გახდება მეინსტრიმი, როგორიცაა BIM 360 Glue, რაც საშუალებას აძლევს ქვეკონტრაქტორებს მიმართონ მოწყობილობა კომპონენტზე და მიიღონ ინფორმაცია იმ 3D მოდელებიდან, რომლებიც მოთავსებულია მათ წინ სურათზე და ასახულია მოწყობილობაზე.

    წყარო:  connect&construct

კომენტარის დატოვება