სინას პროექტი

მიხეილ ბერძენიშვილის N10-ში 2200 მ2 მიწას კარგად მოერგო ცაში აჭრილი, ბუნებრივი ქვით შეკაზმული სვეტები და ლითონის დეკორი, ერთბლოკიანი ექვს-სართულიანი სტრუქტურის ფასადი. ფეხით მოსიარულეთა ბილიკი და პირველ სართულზე ჩაშენებული ფრანგული ფანჯრები ადვილად მისადგომი საპარკინგე ადგილის შექმნას უწყობენ ხელს, ხოლო აივნის მოაჯირზე ლითონის და მოშვებული მინის ელემენტები, მუქი ალუმინის კარები და ფანჯრები კიდევ უფრო დიდ შარმს და ელეგანტურობას ჰმატებს სახლს.

საცხოვრებელი სახლი გთავაზობთ ოცდაორ ბინას, ავტომობილის/ველოსიპედის ერთდონიან საპარკინგე ადგილს, რომელიც მდებარეობს შენობის პირველ დონეზე. კიბე და სხვა საერთო ზონები შესრულებულია ყინვაგამძლე კერამოგრანიტის იატაკებით; ჭერი და კედლები შეღებილია უმაღლესი ხარისხის საღებავით.

 

ბინების განსაკუთრებული წყობა მაცხოვრებლების განსხვავებული საჭიროებებისა და გემოვნების დაკმაყოფილების საშუალებას იძლევა. კარგად განათებული, მაღალჭერიანი სივრცე კაშკაშებს აივნებითა და ფანჯრებით, ხოლო ფასადი შემკულია ქოთანში ჩარგული მცენარეებითა და ტერასებით. გათბობა და ელექტროაპარატურა ჩაშენებულია თაბაშირგადაკრულ კედლებსა და იატაკის კარკასში.