სააკაძის პროექტი
სააკაძის ქუჩის N24-ში 550 მ2 მიწას კარგად მოერგო ერთბლოკიანი, შვიდასრთულიანი ფასადი.
საცხოვრებელი სახლი გთავაზობთ თოთხმეტ ბინას, ავტომობილის/ველოსიპედის ერთდონიან საპარკინგე ადგილს, რომელიც მდებარეობს შენობის პირველ დონეზე. კიბე და სხვა საერთო ზონები შესრულებულია ყინვაგამძლე კერამოგრანიტის იატაკებით; ჭერი და კედლები შეღებილია უმაღლესი ხარისხის საღებავით.
ბინების განსაკუთრებული წყობა მაცხოვრებლების განსხვავებული საჭიროებებისა და გემოვნების დაკმაყოფილების საშუალებას იძლევა. კარგად განათებული, მაღალჭერიანი სივრცე კაშკაშებს აივნებითა და ფანჯრებით, ხოლო ფასადი შემკულია ქოთანში ჩარგული მცენარეებითა და ტერასებით. გათბობა და ელექტროაპარატურა ჩაშენებულია თაბაშირგადაკრულ კედლებსა და იატაკის კარკასში.